- ტრიქომონიაზი
- ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც საშოს ტრიქომონადა იწვევს. ტრიქომონიაზით ავად არის იმ ქალთა 60-70%, რომელთაც თეთრად შლა აქვთ. უპირატესად საშოს აზიანებს. დაავადების ძირითადი გამოვლინებაა მონაცრისფრო-მოყვითალო შეფერილობის უხვი, ქაფიანი, თხევადი გამონადენი, რომელიც იწვევს ქავილსა და წვას გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.